|
2025-01-16 15:30:03, 358 ნახვა
პოლიტიკა
ანა ბუჩუკური - შსს-ს თანამშრომლებმა საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში, გახარიას ტანსაცმელი ამოიღეს
„გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა ბუჩუკურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა პარტიის თავმჯდომარის, გიორგი გახარიას ტანსაცმელი ამოიღეს. მისივე ინფორმაციით, გახარია ბათუმში მასზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით რამდენიმე დღეში გამოიკითხება. „დღეს, 16 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ გადაუდებელი წესით განხორციელდა გიორგი გახარიას ტანსაცმლის ამოღება (საგამოძიებო მოქმედება). გიორგი გახარიას გამოკითხვა მოხდება რამდენიმე დღეში საგამოძიებო ორგანოში გამოძიების თხოვნის შესაბამისად,“ - აცხადებს ბუჩუკური. შეგახსენებთ, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე სასტუმრო "შერატონში" მოხდა. გახარია კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფო მოგვიანებით დატოვა. ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს. ერთ-ერთი პირი, რომელიც გახარიასთან ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძეა. გარდა გიორგი გახარიაზე თავდასხმისა, ამავე სასტუმროში დაპირისპირება მოხდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ ზვიად ქორიძესთან. ქორიძის ინფორმაციითაც, მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დიმიტრი სამხარაძე და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)