|
2025-01-16 13:52:18, 326 ნახვა
პოლიტიკა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია გიორგი გახარიას სახლში ეწვია
საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას სახლში ეწვია. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრისას საქართველოში განვითარებულ მოვლენებსა და ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენაზე ისაუბრეს. „საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები, კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა, კომიტეტის სამდივნოს ხელმძღვანელის მოადგილე, ბას კლაინი გიორგი გახარიას სახლში ეწვივნენ. ცნობისთვის, მანამდე, საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია შეხვდა სამ ოპოზიციურ პარტიას: „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო“. შეგახსენებთ, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე სასტუმრო "შერატონში" მოხდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)