17:57 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-16 11:18:03, 346 ნახვა

პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - შემდგარი ფაქტია, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ ფინანსური სანქციების დაწესება მოხდება უკვე ევროპაშიც

მე უახლოეს თვეებში, უახლოეს კვირებში ველოდები სანქციების რეჟიმის გლობალურად დამძიმებას რეჟიმის წინააღმდეგ, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, „ფაქტობრივად, შემდგარი ფაქტია, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის და მის რეჟიმის წინააღმდეგ ფინანსურ სანქციებს ევროპაც დააწესებს“.

„არა მხოლოდ მოსალოდნელი, არამედ ვფიქრობ, რომ ფაქტობრივად, შემდგარი ფაქტია, რომ ივანიშვილის და მისი რეჟიმის წინააღმდეგ ფინანსური სანქციების დაწესება მოხდება უკვე ევროპაშიც, მათ შორის, დიდ ბრიტანეთში. თქვენ ნახეთ, მათ შორის, მოწოდებები ევროპარლამენტში, რომ ევროპარლამენტმა უნდა მიიღოს ამ ხელისუფლების არაღიარების აქტი როგორც ეს ხდება დღეს ამერიკის კონგრესში. თქვენ ნახეთ მოწოდებები ევროპარლამენტარების მხრიდან, რომ დროა, ევროკავშირმაც მიიღოს ფინანსური სანქციები რეჟიმის წინააღმდეგ. ამიტომ მე უახლოეს თვეებში, უახლოეს კვირებში ველოდები სანქციების რეჟიმის გლობალურად დამძიმებას რეჟიმის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ, რომ ამ რეჟიმის პასუხი უკვე დაწესებულ სანქციებზე არის ცინიზმი, დამატებითი რეპრესიები და კანონის ფეხქვეშ გათელვა,“ - განაცხადა სამადაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ZEG Storytelling Festival
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics