|
2025-01-14 15:15:52, 477 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი - როცა აშშ სანქციებს უწესებს ოლიგარქ ივანიშვილს, ევროკავშირის ქმედება არასაკმარისია
მაშინ, როდესაც შეერთებული შტატები უწესებს სანქციებს ოლიგარქ ივანიშვილს, საბჭო მხოლოდ ამზადებს გეგმებს ქართველი ჩინოვნიკებისთვის დიპლომატიური პასპორტების გაუქმების შესახებ, რაც სრულიად არასაკმარისია, - ამის შესახებ ნიდერლანდელმა ევროპარლამენტარმა რენიერ ვან ლანშოტმა ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსს უსმენენ. „გმადლობთ, რომ პირდაპირ უკრაინაზე გადახვედით. სრულად ვუჭერ მხარს იმას, რომ ეს თქვენი პრიორიტეტების სიაში ნომერი პირველი პრიორიტეტია. მაშინ როცა ტრამპი თეთრ სახლში ბრუნდება, პირველი ტესტი ევროპის შესაძლებლობისთვის, იზრუნოს საკუთარ უსაფრთხოებაზე საქართველოში ხდება. უპრეცედენტო რაოდენობით ქართველი ხალხი რამდენიმე თვეა მობილიზებულია, რათა პროტესტი გამოხატოს რეჟიმის მიმართ, რომელიც, საკუთარი ხალხის ნების წინააღმდეგ, გულში იკრავს რუსეთს, რადგან საქართველოში მოსახლეობის დიდი უმრავლესობა პროევროპულია და ეს მე თავად მოვისმინე გასულ თვეში თბილისში ვიზიტის დროს. ისინი ითხოვენ ჩვენს მხარდაჭერას და ჩვენ უნდა მივცეთ ეს მხარდაჭერა. იმედი მაქვს, რომ საქართველო თქვენს პრიორიტეტთა სიაში უფრო მაღლა იქნება. მაშინ, როდესაც შეერთებული შტატები უწესებს სანქციებს ოლიგარქ ივანიშვილს, საბჭო მხოლოდ ამზადებს გეგმებს ქართველი ჩინოვნიკებისთვის დიპლომატიური პასპორტების გაუქმების შესახებ, რაც სრულიად არასაკმარისია“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა. მან მარტა კოსს ჰკითხა, რის გაკეთებას აპირებს სანქციების დასაწესებლად, უჭერს თუ არა მხარს საქართველოში ახალი, დამოუკიდებელი არჩევნების ჩატარების შესახებ მოწოდებას და რა სხვა ზომებს მიიღებს ქართველი დემოკრატების დასახმარებლად, რაზეც ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში უპასუხა: „გეთანხმები, რენიერ ვან ლანშოტ. მე, პირადად, საქართველოს სიამოვნებით დავაყენებდი დღის წესრიგში უფრო მაღლა“.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)