|
2025-01-14 12:19:20, 338 ნახვა
პოლიტიკა
მარკო მიხელსონი - რუსეთი საქართველოში 2008 წლის აგვისტოში ბუქარესტის კატასტროფული სამიტის შემდეგ შეიჭრა
რუსეთი საქართველოში 2008 წლის აგვისტოში ბუქარესტის კატასტროფული სამიტის შემდეგ შეიჭრა და მისი ტერიტორიის მეხუთედის ოკუპაცია მოახდინა. რუსებმა ღიად განაცხადეს, რომ ეს ნატო-ს გაფართოების შესაჩერებლად გააკეთეს, - ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს და სტატიას სახელწოდებით „უკრაინას ნატოში გაწევრიანება შეუძლია - თუ მოკავშირეები მზად არიან გამბედაობა გამოიჩინონ“ ეხმაურება, რომელსაც Politico-ში „ჰადსონის“ ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, ლუკ კოფი აქვეყნებს. Politico-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ლუკ კოფი წერს, რომ აღმოსავლეთ ევროპაში მდგრადი და ეფექტური მშვიდობის უზრუნველყოფა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას შეუძლია. „1952 წელს ნატო-ს პირველი გაფართოების შემდეგ, მისმა ღია კარის პოლიტიკამ ტრანსატლანტიკური უსაფრთხოება მნიშვნელოვნად გააძლიერა, მაგრამ რუსეთის მავნე ქმედებებმა საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში და ტრანსატლანტიკური საზოგადოების უუნარობამ, რომ ამას წინააღმდეგობა გაუწიოს - ფაქტობრივად მოსკოვს ნატო-ს მომავალ წევრობაზე დე ფაქტო ვეტო დადების უფლება მისცა. ახლა რუსეთმა იცის, რომ ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების თავიდან ასაცილებლად, შეჭრა და მისი ნაწილობრივი ოკუპაცია საკმარისია“, - ნათქვამია სტატიაში.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)