23:59 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-13 11:47:23, 457 ნახვა

პოლიტიკა
ლანდსბერგისი პაპუაშვილს - რეპრესიული რეჟიმები ფრთხილად უნდა იყვნენ თავიანთი ოპონენტების ლიეტუველებთან შედარებისას

რეპრესიული რეჟიმები ფრთხილად უნდა იყვნენ თავიანთი ოპონენტების ლიეტუველებთან შედარებისას, – ამის შესახებ ლიეტუვის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა სოციალურ ქსელ X -ში დაწერა.

ლანდსბერგისი გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ფეისბუქპოსტს, სადაც მან აღნიშნა: „ფაქტია, რომ ყველაზე არაქართული პროტესტის მომსწრე ვართ, რომელიც ლიეტუვიდან გადმოღებული სამარცხვინო ქცევის იმედადაა“.

„რეპრესიული რეჟიმები ფრთხილად უნდა იყვნენ თავიანთი ოპონენტების ლიეტუველებთან შედარებისას, რადგან ლიეტუველებს  მსგავს სიტუაციებში გამარჯვების გამოცდილება აქვთ“, – წერს გაბრიელიუს ლანდსბერგისი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics