2025-01-13 10:51:20, 376 ნახვა
მსოფლიო
ხორვატიის საპრეზიდენტო არჩევნებში უკრაინის შეიარაღების მოწინააღმდეგე მილანოვიჩმა გაიმარჯვა
ხორვატიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, მემარცხენე კანდიდატმა, რომელიც უკრაინის შეიარაღების წინააღმდეგ გამოდის ზორან მილანოვიჩმა გაიმარჯვა.
მილანოვიჩმა, რომელიც ხორვატიის მოქმედი პრეზიდენტი იყო ამომრჩეველთა ხმების 74% მიიღო, მისმა მეტოქემ, დრაგან პრიმორაცმა ორჯერ ნაკლები ხმა მიიღო.
მილანოვიჩი უკრაინისთვის ევროკავშირისა და NATO-ს დახმარების კრიტიკოსია. ხორვატიაში პრეზიდენტს კანონპროექტებზე ვეტოს დადება არ შეუძლია, თუმცა ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში, თავდაცვასა და უსაფრთხოების საკითხებში გავლენა აქვს.
გარდა ამისა, ახლადარჩეული პრეზიდენტი კონსერვატორი პრემიერმინისტრს, ანდრეი პლენკოვიჩს და მის მთავრობის პოლიტიკას ღიად აკრიტიკებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,