2025-01-11 13:47:24, 494 ნახვა
მსოფლიო
ჯო ბაიდენი - პუტინი ახლა რთულ მდგომარეობაშია, უკრაინას გამარჯვების რეალური შანსი აქვს
„პუტინი ახლა რთულ მდგომარეობაშია, და მნიშვნელოვანია, რომ მას არ მიეღოს ამოსუნთქვის შესაძლებლობა, რათა გააგრძელოს იმ საშინელობების კეთება, რასაც აკეთებს“.- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ჟურნალისტებს თეთრ სახლში განუცხადა.
ბაიდენის თქმით, უკრაინას გამარჯვების რეალური შანსი აქვს, რაც დამოკიდებულია დასავლეთის მხარდაჭერაზე.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-მა სანქციები დააწესა რუსეთის ნავთობის მოპოვებისა და ექსპორტის სექტორის წინააღმდეგ. სანქციები შეეხო რუსეთის ნავთობის ორ უდიდეს მომპოვებელს - „გაზპრომ ნეფტს“ და „სურგუტნეფტეგაზს“, აგრეთვე 180-ზე მეტ გემს, ათობით ნავთობით მოვაჭრეს, სერვისების მიმწოდებლებს, სადაზღვევო კომპანიებს და ენერგეტიკის სფეროს ოფიციალურ პირებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,