17:59 - 07 Jun, 2026
|
2025-01-11 12:03:25, 2003 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსული დრონების შეტევა მოიგერიეს
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 74 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 47 თავდაცვის ძალებმა წარმატებით ჩამოაგდეს. დარჩენილი 27 დრონი უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა. დრონების ჩამოგდება განხორციელდა პოლტავის, სუმის, ხარკოვის, ჩერკასის, ჩერნიგოვის, კიევის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, მიკოლაივის, კიროვოგრადისა და ხერსონის ოლქებში. რუსული დრონების ნამსხვრევებმა სერიოზული ზიანი მიაყენა უკრაინის შვიდ ოლქში. დაზიანებულია კერძო სახლები, სხვადასხვა დაწესებულებები და ავტომობილები. უკრაინული მედია აღნიშნულ ინფორმაციას ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. შეტევების შედეგად მოსახლეობაში მსხვერპლის ან დაზიანებების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)