01:33 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-10 11:20:36, 416 ნახვა

პოლიტიკა
ბუნდესტაგის ფრაქციები საქართველოზე - აუცილებელია ჩატარდეს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები

ახლა აუცილებელია დემოკრატიული პრინციპების აღდგენისა და კონსოლიდაციის პლურალისტური პროცესი, რომლის შედეგადაც შეიძლება ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები - ამის შესახებ ნათქვამია გერმანიის ბუნდესტაგის რამდენიმე ფრაქციის ერთობლივ განცხადებაში საქართველოსთან დაკავშირებით.

გერმანელი დეპუტატები მხარს უჭერენ მიზანმიმართული სანქციების დაწესებას ევროკავშირის დონეზე იმ პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებლები არიან მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევებზე:

"ფედერალური მთავრობა სამართლიანად უჭერს მხარს მიზანმიმართული სანქციების დაწესებას ევროკავშირის დონეზე იმ პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებლები არიან მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაზე. ეროვნულ დონეზე 9 პირის მიმართ უკვე დაწესებულია ქვეყანაში შესვლის აკრძალვა. მივესალმებით იმ ფაქტს, რომ მხარდაჭერის ბევრი ღონისძიება შეჩერებულია. ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას ქართველი ხალხის კანონიერი - ევროპისა და დემოკრატიისკენ მისწრაფებების მიმართ. მყარად ვდგავართ საქართველოს დემოკრატების მხარეს და ვაგრძელებთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების დახმარებას, რომ დააბრუნონ ქვეყანა დემოკრატიულ და ევროპულ გზაზე. ახლა აუცილებელია დემოკრატიული პრინციპების აღდგენისა და კონსოლიდაციის პლურალისტური პროცესი, რომლის შედეგადაც შეიძლება ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები" ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics