20:18 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-10 09:45:46, 435 ნახვა

მსოფლიო
ლოს -ანჯელესში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა

ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ლოს -ანჯელესში 10 მდე გაიზარდა. აქამდე არსებული ცნობებით, დაღუპული იყო 5 ადამიანი.

ოლქის სამედიცინო ექსპერტიზაში აცხადებენ, რომ ამ ადამიანების ნეშტების იდენტიფიცირება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, რასაც შესაძლოა რამდენიმე კვირა დასჭირდეს.

ლოს-ანჯელესის პოლიციის ცნობით, დააკავეს მამაკაცი, რომელიც სავარაუდო ეჭვმიტანილია ხანძრის გაჩენაში ქალაქის ვუდლენდ ჰილზის რაიონში, თუმცა დაკავებულის ბრალეულობის დადასტურება პოლიციას ჯერ არ შეუძლია და გამოძიებას აგრძელებს. 

ტყის ხანძრების შედეგად 10 000-ზე მეტი შენობა განადგურდა. ევაკუაციის განკარგულება 180 000-მდე ადამიანისთვის გაიცა, 200 000-მა კი ევაკუაციის გაფრთხილება მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics