|
2025-01-10 09:13:02, 573 ნახვა
პოლიტიკა
ნატალია საბანაძე - „ოცნების“ კარის ბიზნესმენების სანქცირება რეჟიმზე პირდაპირი დარტყმაა
საქართველოს ევროკავშირში ყოფილი ელჩი ნატალია საბანაძე აცხადებს, რომ შეერთებული შტატების მხრიდან „ქართული ოცნების“ კარის ბიზნესმენების, მინისტრებისა და ივანიშვილის გარემოცვის შესაძლო სანქცირება ქვეყნის შიგნით და მის გეოპოლიტიკურ პოზიციაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს. ნატალია საბანაძის თქმით, სანქციები „ოცნების“ გადაწყვეტილებებზე პროპორციული პასუხია. მისი განცხადებით, რაც დრო გადის, ივანიშვილის რეჟიმი დათმობებზე არ მიდის, რაც საერთაშორისო რეაქციების გამკაცრებას იწვევს. „ოცნება“ ჩიხში აღმოცენდა და კრიზისიდან გამოსავლის მოძებნაზე უარს ამბობს. „ეს ხალხი თვეზე მეტია ქუჩაში დგას, სერიოზული პრობლემები იქმნება, მაგრამ ‘ოცნება’ დათმობაზე არ მიდის,“ - ამბობს საბანაძე. საბანაძე აშშ-ის მიერ სანქცირებულ სახელმწიფოებს - რუსეთს, ჩინეთს, ირანსა და ჩრდილოეთ კორეას „ბოროტების ღერძად“ მოიხსენიებს და აღნიშნავს, რომ „ოცნების“ მმართველობის პირობებში საქართველო ამ ღერძთან დაახლოებული ქვეყანა გახდა. „დღეს საქართველო დასავლეთის ძლიერი მოკავშირიდან ანტიამერიკული ორბიტის ნაწილად გადაიქცა,“ - აღნიშნა მან. ნატალია საბანაძის განცხადებით, ივანიშვილის რეჟიმი კარის ბიზნესმენების მხარდაჭერით არსებობს, რაც სანქციების პირდაპირ სამიზნედ აქცევს ბიზნესს. „რეჟიმი ვერ შეინარჩუნებს გავლენებს, თუ მის მხარდამჭერ ძალას - ბიზნესს მოშორდება,“ - განაცხადა მან. მისი თქმით, ეს ხელს უწყობს არაფორმალური კონტრაქტის მოშლას, რომლის ფარგლებში ბიზნესმენები ხელისუფლების მხარდაჭერის სანაცვლოდ ეკონომიკურ სარგებელს იღებენ. საბანაძის შეფასებით, სანქციები მნიშვნელოვნად შეასუსტებს ივანიშვილის რეჟიმს, თუმცა ისევე, როგორც ვენესუელაში და რუსეთში, ასეთ ზომებს რეჟიმების საბოლოო ჩამოშლა არ განაპირობებს. „ქვეყანა უდიდესი გამოწვევის წინაშეა და გამოსავლის გარეშე მდგომარეობა კიდევ უფრო გამწვავდება,“ - განაცხადა საბანაძემ.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)