|
2025-01-09 17:26:26, 459 ნახვა
სამართალი
მესტიაში უცხოელის განზარახ მკვლელობისთვის დაკავებულ ორ კაცს პატიმრობა შეუფარდეს
ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა ორ ბრალდებულს, რომლებსაც რუსეთის მოქალაქის განზრახ მკვლელობის მცდელობა ედებათ ბრალად. მათ 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ. მოსამართლე შოთა ბიჭიამ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და გამოიყენა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება. სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრასთან უცხო ქვეყნის მოქალაქე კაცსა და მის პარტნიორ ქალს თავს 5 იანვარს დაესხნენ. თავდასხმის შედეგად გაუჩინარებული კაცის ცხედარი კი მდინარე ნაკრაში 6 იანვარს იპოვეს. გამოძიების ცნობით, დაკავებულებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს ცეცხლნასროლი ჭრილობა მიაყენეს, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და „დანაშაულის დაფარვის მიზნით“, ცხედარი მოგვიანებით მდინარეში გადააგდეს. პოლიციამ 1986 წელს დაბადებული რევაზ პაკელიანი და 1992 წელს დაბადებული ბეჟან ჭკადუა დააკავა. არსებული ინფორმაციით, წყვილი მესტიის მუნიციპალიტეტში მწვერვალ თეთნულდისკენ მიდიოდა. გზად გაუთოვდათ, ავტომობილი გააჩერეს გვირაბთან და ფოტოების გადაღება დაიწყეს. ამ დროს პირველად შენიშნეს „სუბარუს“ მარკის თეთრი ავტომობილი, რომელში მსხდომებმაც ჰკითხეს, დახმარება ხომ არ სჭირდებოდათ, რაზეც მიუგეს, რომ - არა, „მხოლოდ ფოტოებს ვიღებთო“. ამის შემდეგ გზად კიდევ შეხვდათ იგივე ავტომობილი, რომელიც ხან გადაუსწრებდა მათ, ხან ჩამორჩებოდა. „გზად შეგვხვდა გაჭედილი ავტომობილი, ვიტიამ ის თოკით ამოათრია. ამ დროს თეთრმა Subaru-მ ჩაგვიარა და არ გაჩერებულა. როცა ვიტიამ შორიდან შეამჩნია, რომ შუა გზაზე იდგნენ, მანქანის სათავსოდან დანის მიწოდება მთხოვა. გაჩერდა, გადავიდა და ჰკითხა, რა მოხდა. მათ ნასოსი სთხოვეს, ამოიღო და მისცა, ამის შემდეგ დაიწყო რაღაც კონფლიქტი“, - ასე გაიხსენა მოკლული კაცის პარტნიორმა ქალმა დანაშაულის დეტალები.
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ევროკავშირის ანგარიშის გამოქვეყნებამდე, ბოჭორიშვილი ამ ანგარიშს არასერიოზულს და ტყუილს უწოდებს
ბოჭორიშვილი: შეხვედრა, რომელსაც ითვალისწინებს ევროკავშირის რეგულაცია, გაიმართება სამუშაო დონეზე და ქართული მხარის მოლოდინია, რომ იქნება კონსტრუქციული
ბაზისბანკი და საქართველოს უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო ფესტივალს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)