04:49 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-07 20:48:30, 373 ნახვა

პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - პატრიარქის ნებისმიერი ეპისტოლე ეკუთვნის ყველას და ამავე დროს არავის

შალვა პაპუაშვილმა საქართველოს მოქალაქეებს შობა-ახალი წელი კიდევ ერთხელ მიულოცა, ქვეყანას მშვიდობიანი და წარმატებული წელი უსურვა და ეროვნული ინტერესების გარშემო უფრო მეტად გაერთიანების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

პარლამენტის თავმჯდომარემ პატრიარქის იმ გზავნილებზე ისაუბრა, რომლებიც წლევანდელ საშობაო ეპისტოლეშია გამოკვეთილი და რომლებიც ადამიანებს შორის სიყვარულს ქადაგებს და მოქალაქეებს ერისა და საზოგადოების ინტერესებისთვის გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

"ჩვენ გუშინ დავესწარით საშობაო ლიტურგიას, მოვისმინეთ პატრიარქის ეპისტოლე და ის გზავნილები, სადაც პატრიარქმა ხაზი გაუსვა, ერთი მხრივ, მთავარ პრინციპს, რაც ნიშნავს სიყვარულს ადამიანებს შორის და, მეორე, რომ ყველამ უნდა იფიქროს საკუთარ მოყვასზე, ვინაიდან ამპარტავნება, ეგოიზმი  არის ის, რაც უშლის ადამიანს იფიქროს საერთო სიკეთეზე. 

პატრიარქის ნებისმიერი ეპისტოლე ეკუთვნის ყველას და ამავე დროს არავის, ყველამ უნდა წავიკითხოთ და დასკვნები, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი თავიდან გამომდინარე გამოვიტანოთ. ყველა ეპისტოლეს აქვს თავისი ხილული და ფარული გზავნილები ყველა ადამიანისთვის. ყველა ეპისტოლეს ადრესატი არის ყველა და ამავე დროს არავინ" - თქვა  პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ილია მეორის ეპისტოლეზე დასმულ შეკითხვაზე

ალილოს მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა. შემოწირულობა კი ბავშვთა სახლებში, სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და მოხუცთა თავშესაფრებში გადანაწილდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics