08:52 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-07 11:59:08, 419 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ში ზამთრის შტორმს მსხვერპლი მოჰყვა

შეერთებულ შტატებში ზამთრის შტორმს სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა, - ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, სტიქიის შედეგად 300 000-ზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ამასთან, ორშაბათ საღამოს მდგომარეობით, აშშ-ში და მის გარეთ 2 200-ზე მეტი ფრენა გაუქმდა.

დიდთოვლობისა და ყინულის გამო რამდენიმე შტატში შაბათ-კვირას ძირითადი მაგისტრალები დაიხურა, მათ შორის მისურიში, სადაც გზებზე 1 700-მდე მძღოლი იყო ჩაკეტილი. ასობით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ვირჯინიაში, ინდიანაში, კანზასსა და კენტუკში. 100-ზე მეტი ავარია დაფიქსირდა მერილენდში.

საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა აშშ-ის შვიდ შტატში: მერილენდში, ვირჯინიაში, დასავლეთ ვირჯინიაი, კანზასში, მისურიი, კენტუკსა და არკანზასში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics