08:16 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-06 13:00:33, 355 ნახვა

პოლიტიკა
გიგი წერეთელი - ძალიან ბევრი რჩევა და რეკომენდაცია უკვე გაგზავნილია, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ანსამბლეის დელეგაციის ვიზიტი გადაიდოს

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის გიგი წერეთელის განცხადებით, პარტნიორებში არის საწინააღმდეგო მოსაზრებები, ძალიან ბევრი რჩევა და რეკომენდაცია უკვე გაგზავნილია იმისთვის, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ანსამბლეის დელეგაციის ვიზიტი გადაიდოს.

მისივე თქმით, შეხვედრები დე ფაქტო ხელისუფლებას მისცემს საშუალებას, თითქოს არაფერი ხდება და ჩვეულებრივად თანამშრომლობა გრძელდება

„ზოგადად, ეუთო-ს საპარლამენტო ანსამბლეის მანდატი მოიცავს არჩევნების შემდგომ მონიტორინგის გაგრძელებას და ამ მიმართულებით ვიზიტები ხორციელდება, მითუმეტეს, როცა არის პრობლემური ქვეყანა და პრობლემური ვითარება. როგორც ჩანს, ეს ვიზიტი ასე დაიგეგმა. აღსანიშნავია, ისევე როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, ჩვენი პარტნიორებისთვის ეს დრო არ არის კარგად შერჩეული, რადგან მთავარი საკითხები არის არა ის, რეკომენდაციები როგორ შესრულდა, მთავარი საკითხი ისაა, რომ ახალი არჩევნების დანიშვნაზე უნდა იყოს მოლაპარაკება და პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობების დასრულება, იმ ადამიანების გათავისუფლება, ვინც აქციების დროს იყო დაპატიმრებილი. ესაა მთავარი საკითხები და თუ ეს საკითხებია განსახილველი და ამის გამო იგეგმება ეს ვიზიტი, მაშინ ამაზე პასუხი იქნება, სხვა თვალსაზრისით, უბრალოდ ჩამოსვლა. შეხვედრები დე ფაქტო ხელისუფლებას მისცემს საშუალებას, თითქოს არაფერი ხდება და ჩვეულებრივად თანამშრომლობა გრძელდება. ამიტომ ჩაითვალა, რომ ეს დრო ასეთი ვიზიტისთვის არ იქნება სწორი, არამხოლოდ ოპოზიციისთვის, არამედ თვითონ ეუთო-ს საპარლამენტო ანსამბლეის შიგნით. პარტნიორებში არის საწინააღმდეგო მოსაზრებები და ძალიან ბევრი რჩევა, რეკომენდაცია უკვე გაგზავნილია იმისთვის, რომ ეს ვიზიტი გადაიდოს“,- აღნიშნა გიგი წერეთელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
„ყველა სექტორში შენელება“ - რუსეთის ეკონომიკამ კვარტალი პირველად ვარდნით დაასრულა
ტრამპმა პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ომი შეეწყვიტოს და თქვა, რომ ის ირანის საზღვაო ბლოკადას ბირთვული შეთანხმების გარეშე არ მოხსნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics