|
2025-01-04 10:59:29, 378 ნახვა
პოლიტიკა
ჯო უილსონი - საქართველოს სუვერენიტეტის გადასარჩენად დრო ჯერ კიდევ არის
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ ქართველი ხალხისა და საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას მხარს ვუჭერ, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) აცხადებს.
შეგახსენებთ, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) კონგრესში „MEGOBARI აქტი“ ხელახლა წარადგინა. ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის განცხადების თანახმად, „MEGOBARI აქტი“ „ქართული ოცნების“ ყველა ოფიციალური პირის მიმართ სანქციების ყოვლისმომცველ გადახედვას მოითხოვს და კორუფციაში ჩართული პირები და საქართველოს სუვერენიტეტის შელახვაზე პასუხისმგებელი პირები დასანქცირდებიან. უზრუნველყოფს სერტიფიცირების მექანიზმს, რომელიც ითვალისწინებს აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, მას შემდეგ, რაც საქართველოს დემოკრატია და სუვერენიტეტი აღდგება. მოითხოვს სრულ მოხსენებას საქართველოში რუსეთისა და „ჩინეთის კომუნისტური პარტიის“ სადაზვერვო აქტივების შესახებ და საქართველოს დემოკრატიისა და სუვერენიტეტის ძირის გამოთხრის მიზნით რუსეთისა და „ჩინეთის კომუნისტური პარტიის“ თანამშრომლობის შესახებ.
განცხადების თანახმად, „MEGOBARI აქტი“ „უზრუნველყოფს იმას, რომ აშშ ქართველი ხალხის გვერდით მტკიცედ დგას“.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)