09:42 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-03 20:59:40, 468 ნახვა

პოლიტიკა
კონგრესმენები კონოლი და ტერნერი განცხადებას ავრცელებენ და ივანიშვილის სანქცირებას მიესალმებიან

კონგრესმენი, წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობისა და სამთავრობო რეფორმების კომიტეტის წევრი და NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტი, გერი კონოლი და კონგრესმენი, დაზვერვის მუდმივი კომიტეტის თავმჯდომარე მაიკ ტერნერი, საქართველოსთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ბიძინა ივანიშვილისთვის აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებას მიესალმებიან. 

კონგრესმენები წერენ, რომ აშშ-მ უნდა გააგრძელოს პასუხისმგებლობების დაკისრება მათთვის, ვინ ქართველი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს ახშობენ.

"ჩვენ მივესალმებით ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას სანქციების დაწესების შესახებ პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილს წინააღმდეგ, საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის შელახვის გამო. ივანიშვილის ხელმძღვანელობით ქართულმა ოცნებამ საქართველო დააახლოვა ერთპარტიული ავტორიტარიზმის რუსულ მოდელთან, როდესაც მიიღო კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, იძალადა მომიტინგეებზე და შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები. შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს პასუხისმგებლობის დაკისრება მათთვის, ვინც ქართველი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს ახშობს, მათ შორის დამატებითი სანქციების გზით", - ნათქვამია, კონგრესმენების განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics