|
2025-01-03 15:01:33, 373 ნახვა
პოლიტიკა
გივი მიქანაძე - ჩვენ ვხედავთ, რომ დასავლეთი არ იღებს პოლიტიკას, რომელიც იცავს ჩვენი ქვეყნის ოჯახურ და ეროვნულ ფასეულობებს
"ჩვენ კარგად გვესმის, რა დაბრკოლებების წინაშე დგას აზერბაიჯანი და აზერბაიჯანელი ხალხი, ისევე როგორც თქვენ გესმით, რა დაბრკოლებების წინაშე ვდგავართ ახლა. ამიტომ, ვფიქრობ, ბევრი ქვეყანა ინტერესით ადევნებს თვალს, თუ როგორ აძლიერებენ საქართველო და აზერბაიჯანი ერთმანეთთან ურთიერთობას ყველა მიმართულებით, ზოგი ამას უკმაყოფილებით და შურით უყურებს", - ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის თავმჯდომარემ, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ აზერბაიჯანულ მედიასთან საუბარში განაცხადა. ქართველმა პოლიტიკოსმა შეკითხვაზე: „რას იტყვით დასავლეთის ზეწოლაზე საქართველოს ხელისუფლებაზე? რა დასკვნების გამოტანაა აქედან შესაძლებელი? შეიცვლება თუ არა სიტუაცია 2025 წელს? - უპასუხა: „სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენს ქვეყნებთან მიმართებით არსებობს მიზანმიმართული ორმაგი, მე ვიტყოდი, სამმაგი სტანდარტის გამოყენების პოლიტიკა, როცა რატომღაც შესაძლებელია საფრანგეთში, გერმანიასა და სხვა ქვეყნებში ზოგიერთი კანონის მიღება, მაგრამ საქართველოში რატომღაც შეუძლებელია მსგავსი და კიდევ უფრო ლიბერალური კანონების მიღება.
მისი თქმით, დასავლური ქვეყნების უმრავლესობისთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო, რომ მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ 54%-იანი უპირატესობით გაიმარჯვა, ხოლო ოპოზიციურმა პარტიამ ამ არჩევნებში, რომელმაც გადალახა ხუთპროცენტიანი ბარიერი და მეორე ადგილზე გავიდა, მხოლოდ 11%-ი მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)