12:03 - 09 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-30 17:40:52, 523 ნახვა

სამართალი
ქეთი დარახველიძე - ავტორიზაციის საბჭო ვალდებულია ხელახლა განიხილოს ილიაუნის ავტორიზაციის საკითხი

ილიაუნის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა - ინფორმაციას უნივერსიტეტის კანცლერი ავრცელებს.

ქეთი დარახველიძის განცხადებით, აპელაციის საბჭომ არ გაიზიარა ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება, მისი თქმით ავტორიზაციის საბჭო ვალდებულია ხელახლა განიხილოს ავტორიზაციის საკითხი.

"აპელაციის საბჭო არ იზიარებს ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას. ავტორიზაციის საბჭო ვალდებულია ხელახლა განიხილოს ილიაუნის ავტორიზაციის საკითხი.  დიდი მადლობა აპელაციის საბჭოს სამართლიანი გადაწყვეტილებისთვის!"- წერს დარახველიძე.

შეგახსენებთ, ავტორიზაციის საბჭომ 27 სექტემბერს ილიაუნის პირობითი ავტორიზაცია მისცა. საბჭომ ჩათვალა, რომ უნივერსიტეტი ავტორიზაციის მოთხოვნებს სრულად ვერ აკმაყოფილებდა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ევროკავშირის 3 ქვეყანა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის გაძლიერებას შეუწყობს ხელს
კობახიძე: ჩინეთთან ყოველისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპზე გადავდივართ
კობახიძე - გლობალური ომის პარტიას ჰქონდა პირდაპირი ინტერესი საქართველო ჩართულიყო ომში
კობახიძემ ბრიფინგი გამართა და 9 წუთი ბიძინა ივანიშვილის ქებას დაუთმო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics