|
2024-12-30 14:03:05, 301 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა - ეუთო/ოდირმა კი საკუთარ დასკვნაში თქვა, რომ ხარვეზების მიუხედავად, არჩევნები შედგა ამით დამთავრდა
საკონსტიტუციო სასამართლომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვის საკითხი განხილვაშიც არ მიიღო, ხოლო ეუთო/ოდირმა საკუთარ დასკვნაში თქვა, რომ ხარვეზების მიუხედავად არჩევნები შედგა, ამით დამთავრდა, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ. „რიგგარეშე არჩევნების ჩატარებისკენ მოგვიწოდებენ არა პარტნიორები, არამედ ზოგიერთი ლობისტური კომპანიის მიერ დაქირავებული ევროპარლამენტარები, კონგრესმენები და სენატორები, რომელთაც ავტორიტეტი არა აქვთ და რაღაცას იგონებენ. ჩვენ გვყავდა ასეთები – კუბილიუსები და ფოტიგები. ფოტიგა ევროპარლამენტიდან გამოაგდეს, რადგან ის ხალხმა არ აირჩია, ხოლო კუბილიუსა იმდენად არაადეკვატური აღმოჩნდა, რომ პოლიტიკას ჩამოაშორეს და ახლა კოსმოსს იკვლევს. დავსვით კითხვა, რა არის რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საფუძველი? – ამაზე პასუხი არა აქვთ. საკონსტიტუციო სასამართლომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვის საკითხი განხილვაშიც კი არ მიიღო, ხოლო ეუთო/ოდირმა საკუთარ დასკვნაში თქვა, რომ ხარვეზების მიუხედავად არჩევნები შედგა. ამით დამთავრდა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანა გადარჩეს და დიდ იმპერიებს შორის მსოფლიოს გადანაწილებაში არ მოჰყვეს. ეს ხელოვნურად შექმნილი მარშები არაფერს გეუბნებათ? უცხო ქვეყნად იმპორტირებული, არაბუნებრივი და არაქართულ ჯაჭვთან დაკავშირებით სააკაშვილის რამდენიმე წლის წინანადელი სიგიჟე არ გახსენდებათ?! – ყველაფერში ხელოვნურობაა და მივმართავ ახალგაზრდებს – ნუ გამოაყენებინებთ თავს ამ უსამშობლოებს, მათ სხვა დაკვეთა აქვთ“,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)