12:53 - 30 Apr, 2026
|
2024-12-29 13:05:18, 397 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - მიხეილ ყაველაშვილი ძალიან კარგად წარმოადგენს ქვეყანას, სადაც ეს იქნება საჭირო
„თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მიხეილ ყაველაშვილი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკას ახორციელებს მთავრობა და შესაბამისად, პირველ რიგში მთავრობა იქნება პასუხისმგებელი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პოზიციების დაცვაზე. „ასე არის კონსტიტუციურად განაწილებული უფლებამოსილებები. ძალიან კარგად წარმოადგენს მიხეილ ყაველაშვილი ქვეყანას, სადაც ეს იქნება საჭირო ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად. ჩვენ ერთნაირად, როგორც მთავრობა, ისევე პრეზიდენტი, ერთად ვიზრუნებთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვაზე, მათ შორის, საგარეო პოლიტიკის კუთხით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)