|
2024-12-29 09:35:13, 339 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - მიხეილ ყაველაშვილს მოუწევს, რომ ამ ინსტიტუტს დაუბრუნოს ის პრესტიჟი და მნიშვნელობა, რომელიც ჩადებული არის ჩვენს კონსტიტუციაში
მეექვსე პრეზიდენტს მოუწევს ძალიან მძიმე მემკვიდრეობის ჩაბარება მას შემდეგ, რაც ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, ფაქტობრივად, მოახდინა პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტირება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილმა მიხეილ ყაველაშვილს წარმატება უსურვა, მისივე თქმით, ურთულესი მისიის განხორციელებაში. „დღეს არა მხოლოდ მნიშვნელოვანი, არამედ ისტორიული დღე არის, დღეს მოხდება საქართველოს მე-6 პრეზიდენტის ინაუგურაცია. ისტორიულია ბევრი მიზეზის გამო - ეს ინაუგურაცია ჩატარდება საქართველოს პარლამენტის ისტორიულ დარბაზში, სადაც გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა და სადაც ჩვენი ქვეყნის პირველმა პრეზიდენტმა დადო ფიცი. ეს არის ისტორიული იმიტომ, რომ პირველად ხდება საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია და ამ მხრივ სრულად ძალაში შედის ის კონსტიტუციური სიახლეები, რომელიც 2017 წელს კონსტიტუციური რეფორმის შედეგად იქნა მიღებული. ისტორიულია მათ შორის იმ მხრივ, რომ მე-6 პრეზიდენტს მოუწევს ძალიან მძიმე მემკვიდრეობის ჩაბარება მას შემდეგ, რაც ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, ფაქტობრივად, მოახდინა პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტირება, ის ჩააყენა უცხოთა და სხვათა სამსახურში და არა ქართველი ხალხის სამსახურში, ის აქცია განხეთქილების ინსტიტუტად და არა გაერთიანების ინსტიტუტად. ის აქცია საკუთარი პირადი ამბიციების დაკმაყოფილების ინსტრუმენტად და არა ხალხის ინტერესების გატარების ინსტრუმენტად. ამ ყველაფრის შემდეგ მიხეილ ყაველაშვილს მოუწევს, რომ ამ ინსტიტუტს დაუბრუნოს ის პრესტიჟი და მნიშვნელობა, რომელიც ჩადებული არის ჩვენს კონსტიტუციაში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)