2024-12-25 17:02:10, 494 ნახვა
მსოფლიო
რომის პაპი - დაე, იარაღი დადუმდეს ომით მოცულ უკრაინაში - დაე, იყოს ხანგრძლივი მშვიდობის კარის გასაღებად საჭირო გამბედაობა
დაე, იარაღი დადუმდეს ომით მოცულ უკრაინაში - დაე, იყოს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის, მოლაპარაკებების, დიალოგისა და შეხვედრების კარის გასაღებად საჭირო გამბედაობა,- ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ ტრადიციულ საშობაო სიტყვაში თქვა.
ფრანცისკემ ყურადღება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომზეც გაამახვილა, განსაკუთრებით კი, ღაზა გამოყო.
„დაე, იარაღი დადუმდეს ომით მოცულ უკრაინაში - დაე, იყოს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის, მოლაპარაკებების, დიალოგისა და შეხვედრების კარის გასაღებად საჭირო გამბედაობა. დაე, იქ [ღაზაში] ცეცხლი შეწყდეს, დაე, მძევლები გათავისუფლდნენ და დახმარება მიეცეს ხალხს, რომლებიც შიმშილით და ომითაა დატანჯული“,- აღნიშნა რომის პაპმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,