17:14 - 09 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-20 16:51:35, 448 ნახვა

საზოგადოება
აქციაზე დაშავებული 21 წლის ალექსანდრე თირქია ინგოროყვას კლინიკიდან გაწერეს

აქციაზე დაშავებული 21 წლის ალექსანდრე თირქია ინგოროყვას კლინიკიდან გაწერეს. ამის შესახებ თავად თირქია სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს.

თირქიას თქმით, მკურნალობას და რეაბილიტაციას აგრძელებს.

„მოგესალმებით, მეგობრებო, სასიხარულო ამბავი მაქვს, გამომწერეს ინგოროყვას კლინიკიდან.

ვაგრძელებ მკურნალობას და რეაბილიტაციას. ძალიან დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის, პატივისცემისთვის და გვერდში დგომისთვის“,- წერს თირქია. 

შეგახსენებთ, ექიმების ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე დაშავებულ 21 წლის ალექსანდრე თირქიას სკალპის ღია ჭრილობა, შუბლის ძვლის და თვალბუდის და ზედა კიდის კედლის მოტეხილობა, ასევე, შუბლის წილის კონტუზიური დაზიანება აღენიშნებოდა. ექიმის განცხადებით, პაციენტს თავის ტვინის გარსებში ტრავმული სისხლჩაქცევებიც აღენიშნებოდა, რის გამოც, ოპერაცია ჩაუტარდა. ამის შემდეგ ის მედიკამენტოზური ძილის ქვეშ იმყოფებოდა. თირქია სამედიცინო დაწესებულებაში 3 დეკემბრიდან იმყოფებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული 8 პირი საპროცესოს გაფორმების შემდეგ დარბაზიდან გაათავისუფლეს
სუს: ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
ლევან ხაბეიშვილი საპატიმროდან წერილს აქვეყნებს
გალტ & თაგარტმა საქართველოს, იმერეთისა და სამეგრელოს ეკონომიკურ ტენდენციებზე ქუთაისში კონფერენცია გამართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics