12:04 - 09 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-20 10:44:33, 490 ნახვა

სამართალი
დაბა ბაკურიანში, სახელმწიფო ტყეში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თრანამშრომლების მიერ,  დაბა ბაკურიანში, სახელმწიფო ტყეში,  ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ადგილობრივმა მკვიდრმა   6  კუბურ მეტრამდე წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი უკანონოდ მოიპოვა. 

სამართალდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული ოქმი.  მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალება დაილუქა, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე  გადატანილია წაღვერის „საქმიან ეზოში“.

„ნებისმიერი სამართალდარღვევის აღკვეთის მიზნით, რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლები პატრულირებას  სახელმწიფო ტყის მთელ პერიმეტრზე ახორციელებენ.  გამოვლენილი რიგი კანონდარღვევების მონიტორინგს ტყეში განთავსებული ფოტოხაფანგებით და დრონების  საშუალებითაც ვახორციელებთ,  რაც უკანონო სარგებლობის დროულად  გამოვლენას უწყობს ხელს“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა კახა ცერცვაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ევროკავშირის 3 ქვეყანა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის გაძლიერებას შეუწყობს ხელს
კობახიძე: ჩინეთთან ყოველისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპზე გადავდივართ
კობახიძე - გლობალური ომის პარტიას ჰქონდა პირდაპირი ინტერესი საქართველო ჩართულიყო ომში
კობახიძემ ბრიფინგი გამართა და 9 წუთი ბიძინა ივანიშვილის ქებას დაუთმო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics