|
2024-12-19 15:55:31, 719 ნახვა
ეკონომიკა
ცინცაძე - იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, საგარეო სავაჭრო ბრუნვამ რეკორდული მაჩვენებელი, 21 მლრდ. აშშ დოლარზე მეტი შეადგინა
2024 წლის იანვარ-ნოემბერში საგარეო ვაჭრობის ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა, მათ შორის ექსპორტის რეკორდული მოცულობა, რომელიც 7.9%-ით გაიზარდა და 6 მლრდ აშშ დოლარს აჭარბებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ „საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემები შეაფასა, მისი ინფორმაციით, ასევე რეკორდულია საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელიც.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის შეფასებით, იანვარ-ნოემბერში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ რეკორდული მაჩვენებელი, 21 მლრდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 6.6%-ით გაიზარდა. მათ შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდა ფიქსირდება ევროკავშირის ქვეყნებთან - 4.5 მლრდ აშშ დოლარი, რაც 2023 წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებს 9.2%-ით აღემატება. ზრდა ფიქსირდება ასევე თურქეთთან - 2.9 მლრდ აშშ დოლარი (ზრდა 8.5%), რუსეთთან - 2.3 მლრდ აშშ დოლარი (ზრდა 3.4%), ჩინეთთან 1.8 მლრდ. აშშ დოლარი (ზრდა 16.2%), ყირგიზეთთან და ყაზახეთთან. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ნოემბერში სავაჭრო ბრუნვა 1,978.2 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 11.2%-ით მეტია. ამასთან, 2024 წლის ნოემბერში იმპორტი 10.7%-ით გაიზარდა და 1,435.7 მილიონ აშშ. დოლარს გაუტოლდა. იანვარ-ნოემბერში იმპორტი 15,101.7 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 6.1%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
ევროკომისია: საქართველოს ხელისუფლების ქმედებები უვიზო მიმოსვლის საფუძვლებს ძირს უთხრის.
ყველაზე საჭირო აპები როუმინგში მეგაბაიტების ხარჯვის გარეშე
ეკონომიკურ ზრდას დიდწილად ექსპორტი განაპირობებს - თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ევროკავშირმა პირველად დააწესა სანქციები ირანს ნავიგაციის თავისუფლების საფრთხის გამო
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ზელენსკიმ აბრამოვიჩის მეშვეობით პუტინს პირადი შეხვედრის შეთავაზება და დონბასის დათმობაზე უარის თქმა გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)