18:44 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-17 21:04:23, 409 ნახვა

პოლიტიკა
რუმინეთის საგარეო - ევროკავშირთან დიალოგის შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ღრმად შეშფოთებულები ვართ

ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ევროკავშირთან დიალოგის შესახებ,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე ავრცელებს.

დიპლომატიური უწყება ასევე გამოხატავს იმედგაცრუებას „ევროკავშირის დონეზე გამართული შიდა დისკუსიების არაზუსტად წარმოჩენის არჩევანით“.

„ღრმად იმედგაცრუებული ვართ ევროკავშირის დონეზე გამართული შიდა დისკუსიების არაზუსტად წარმოჩენის არჩევანით.

ჩვენ ამ შესაძლებლობას ვიყენებთ იმის ხაზგასასმელად, რომ ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ევროკავშირთან დიალოგის შესახებ და ქართველების ლეგიტიმური საპროტესტო გამოსვლების ძალადობრივი ჩახშობის გამო“,- აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს, 17 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა 5 ქვეყანას, რომლებმაც მისი თქმით, „ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიცია დააფიქსირეს ევროკავშირის საბჭოზე“.

„ესენი არიან: უნგრეთი, სლოვაკეთი, იტალია, ესპანეთი და რუმინეთი. მათ დაიცვეს ქართველი ხალხის ინტერესები ევროკავშირის საბჭოზე“,- განაცხადა კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
საქართველოს ბანკი x Galleria Tbilisi - დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა Amex ბარათით გადახდისას
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
გენერალური პროკურორი - კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics