|
2024-12-17 13:13:46, 355 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - რის გამო უნდა დაგვასანქცირონ - მეორე ფრონტის გახსნის შესაძლებლობა რომ არ მივეცით და სანქციებს არ მივუერთდით?
ჩვენ გვინდა ისეთი ევროპა, რაზეც ოცნებობს თითოეული ქართველი, სადაც არის სამართლიანობა,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ევროსაბჭოს გადაწყვეტილების თემაზე კომენტირებისას აღნიშნა. მისი თქმით, ქართული დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის შესაბამისი დოკუმენტის მომზადების ფაქტი არის უსამართლო დამოკიდებულება და საქართველოს ხელისუფლების ერთგვარი დასჯა იმის გამო, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი არ გაიხსნა და სანქციებზე მიერთება არ მოხდა.
ამასთან, თბილისის მერმა კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დღეს გაკეთებულ განცხადებაზე, რომ 28 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, ხელისუფლებამ ქვეყანაში უფრო დიდი არეულობის პრევენცია მოახდინა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ოპოზიციურმა ძალებმა ყველა რესურსი გამოიყენეს, თუმცა, ქვეყანაში „ნაცმაიდანი“ არ შედგა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)