|
2024-12-16 17:33:46, 398 ნახვა
პოლიტიკა
„რადიო თავისუფლება“ - ევროკავშირის საბჭო ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას იწყებს
ევროპულმა საბჭომ 16 დეკემბრის სხდომაზე ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება გადაწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს. როგორც მედიასაშუალება წერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელ სხდომაზე კვალიფიციურმა უმრავლესობამ (ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მინიმუმ 55%, რომლებიც წარმოადგენენ მოსახლეობის მინიმუმ 65%-ს) მხარი დაუჭირა ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის პროცედურის წამოწყებას. ევროკავშირის საბჭომ ევროკომისიას დაავალა, რომ ამ საკითხზე ფორმალური დოკუმენტი წარადგინოს. „რადიო თავისუფლების“ წყაროს ცნობით, ევროკომისიას ამასთან დაკავშირებით უკვე დაწყებული ჰქონდა მუშაობა და ოფიციალურ დოკუმენტს უახლოეს დღეებში წარადგენს. „ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ნაწილი ემხრობოდა სანქციების დაწესებას „ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებისთვის. გამოცემა Politico-ს თანახმად, ამას ლობირებდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასიც, რომელიც ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს თავმჯდომარეცაა. თუმცა, ამის წინააღმდეგი არიან უნგრეთი და სლოვაკეთი“,- წერს მედიასაშუალება. ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა კვლავ გრძელდება, თუმცა მინისტრებმა უკვე დაასრულეს მსჯელობა საქართველოს შესახებ. საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჩატარდება ოფიციალური პრესკონფერენციაც.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)