21:06 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-16 15:15:52, 503 ნახვა

პოლიტიკა
ელისაშვილი - გულახდილად რომ გითხრათ, მეგონა, საცემად მივყავდი - აღმოჩნდა, რომ გარეთ მიშვებდნენ

ძაან გულახდილად რომ გითხრათ, მეგონა, საცემად მივყავდი იმიტომ, რომ ისე საიდუმლო ვითარებაში მეუბნებოდნენ, რომ უნდა წაგიყვანონ, მეთქი არ ეგონოთ, რომ მეშინია-თქო და ველოდებოდი ბადრაგის მანქანას. აღმოჩნდა, რომ გარეთ მიშვებდნენ და არა მცემდნენ - ეს ჯობია ყოველ შემთხვევაში,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, ახლა ის სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის იბრძოლებს.

„ძაან გულახდილად რომ გითხრათ. მეგონა, საცემად მივყავდი იმიტომ, რომ ისე საიდუმლო ვითარებაში  მეუბნებოდნენ, რომ უნდა წაგიყვანონ, მეთქი არ ეგონოთ, რომ მეშინია-თქო და ველოდებოდი ბადრაგის მანქანას. აღმოჩნდა, რომ გარეთ მიშვებდნენ და არა მცემდნენ - ეს ჯობია ყოველ შემთხვევაში.

პროკურატურას ჰქონდა სამარცხვინო პოზიცია, ელისაშვილს უცხოეთში კავშირები აქვსო. 30-იან წლებში „ტროიკა“ რომ იყო, მაშინ იძახდნენ და ასე ასამართლებდნენ მიხეილ ჯავახიშვილს თუ მაზნიაშვილს, მათ თავს კი არ ვუყადრებ, მაგრამ ასეთი არგუმენტაცია იყო მაშინ.

ახლა, ამ 10 დღეში, რა მოხდა, ახლა აღარ მივიმალები? უცხოეთში ხშირად დადიოდიო. პარლამენტის წევრი ვიყავი და დელეგაციაციებში დავდიოდი. ფაქტია რომ რაღაც მოხდა, უცხოელებმა, ალბათ, ქეჩოში მისცხეს ან რაღაც მსგავსი. ჩემთვის ძალიან დიდი შვება არაა გამოსვლა, აბსოლუტურად შეგუებული ვიყავი. პოლიტპატიმრები სანამ არ გამოვლენ, მზად ვარ დღესვე შევბრუნდე. არანაირად არ ველოდი, რომ დღეს გამომიშვებდნენ“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics