16:22 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-16 10:06:15, 400 ნახვა

საზოგადოება
ჟორჟოლიანი - საპროტესტო აქციაზე დაშავებული 21 წლის ბიჭი, ალექსანდრე თირქია კომიდან გამოვიდა

საპროტესტო აქციაზე დაშავებული 21 წლის ბიჭი, ალექსანდრე თირქია, რომელიც მკურნალობას ინგოროყვას კლინიკაში გადის, ხელოვნური კომიდან ბოლომდე გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ავრცელებს.

როგორც ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ ჯგუფ „დაიტოვეში“ წერს, თირქიას დღეს რეანიმაციული განყოფილებიდან ინტენსიურ განყოფილებაში გადაიყვანენ.

„ალექსი ბოლომდე გამოვიდა კომიდან. დღეს გადაჰყავთ უკვე ინტენსიურში. ფრაგმენტული მეხსიერების პრობლემები აქვს, მაგრამ ექიმები ამბობენ, რომ დრო და რეაბილიტაცია სჭირდება“,- წერს ჟორჟოლიანი.

შეგახსენებთ, ექიმების ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე დაშავებულ ალექსანდრე თირქიას სკალპის ღია ჭრილობა, შუბლის ძვლის და თვალბუდის და ზედა კიდის კედლის მოტეხილობა, ასევე, შუბლის წილის კონტუზიური დაზიანება აღენიშნებოდა. ექიმის განცხადებით, პაციენტს თავის ტვინის გარსებში ტრავმული სისხლჩაქცევებიც აღენიშნებოდა, რის გამოც, ოპერაცია ჩაუტარდა. ამის შემდეგ ის მედიკამენტოზური ძილის ქვეშ იმყოფებოდა. თირქია სამედიცინო დაწესებულებაში 3 დეკემბრიდან იმყოფება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics