21:04 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-16 00:35:46, 439 ნახვა

პოლიტიკა
ყაველაშვილი - ევროკავშირში შეურაცხყოფას გვაყენებენ და არასწორად გვექცევიან

ევროკავშირში შეურაცხყოფას გვაყენებენ და არასწორად გვექცევიან, ჩვენ ხომ შესაბამისად არ ვპასუხობთ მათ. განაცხადა საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში.
ჩვენ ვიძახით, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი, სახელმწიფოს ეს გაცხადებული ნებაა და ამაში ყველა ვთანხმდებით, ეს 80%-ზე როცა გვაქვს საუბარი, მაგრამ ამავე დროს ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესები, რომელიც არა თქვენდა საზიანოდ, არამედ ეს ჩვენი ორგანული განცდა არის.

ჩვენ არ ვიძახით უარს და შემდეგ დღეებში პირდაპირ უკვე, მკაფიოდ, განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომ დღესვე მზადა ვართ, გახსენით მოლაპარაკება, ვაწერ ხელს და შევდივართ პროცესში. ეს ჩვენი მხრიდან, როგორც ორჯერ ორი ოთხია, ისე არის.

ამ დამოკიდებულებას ვგულისხმობ, რომ ჩვენ უარი კი არა, პირიქით, განწყობილი ვართ, რომ მათი შეხედულებები უნდა შეიცვალოს, თორემ იმის საპირწონედ, რასაც ისინი ჩვენს მიმართ ჩადიან და რიგ შემთხვევაში შეურაცხყოფას გვაყენებენ და არასწორად გვექცევიან, ჩვენ ხომ შესაბამისად არ ვპასუხობთ მათ.

ჩვენ ვიცით, რომ ეს პოზიციები უნდა შეიცვალოს, იმიტომ, რომ ჩვენს ინტერესებში შედის ევროკავშირის წევრობა, ევროპასთან სიახლოვე და ვიცით, რომ მათ ინტერესებშიც შედის და ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს შეხების წერტილები როგორმე დაუბრუნდეს ჯანსაღ პროცესს." - განაცხადა ყაველაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics