|
2024-12-14 16:39:13, 426 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - ყაველაშვილის ე.წ. პრეზიდენტად დასმით, პუტინმა, ივანიშვილის ხელით, საქართველოს სახელმწიფო მასხრად აიგდო
სახელმწიფოს შეურაცხყოფა და დამცირება,- ასე აფასებს „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი საარჩევნო კოლეგიის მიერ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილის არჩევას. როგორც ხაბეიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს, ყაველაშვილის „ე.წ. პრეზიდენტად დასმით, პუტინმა, ივანიშვილის ხელით, საქართველოს სახელმწიფო მასხრად აიგდო“.
შეგახსენებთ, დღეს, 14 დეკემბერს საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილი აირჩია. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, ყაველაშვილის კანდიდატურას საარჩევნო კოლეგიის 224-მა წევრმა დაუჭირა მხარი. აღსანიშნავია, რომ მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება. მოქმედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კი, უფლებამოსილების ვადა დეკემბერში ეწურება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)