07:20 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-14 14:10:52, 420 ნახვა

პოლიტიკა
„ხელი გაუშვით, ჩემი შვილია!“ - პარლამენტის შენობის წინ მყოფ აქციის მონაწილეებს დედების მარში შეუერთდა [ვიდეო]

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მყოფ აქციის მონაწილეებს დედების მარში შეუერთდა.

მარშის მონაწილეებს თან აქვთ ბანერები, წარწერით „ხელი გაუშვით, ჩემი შვილია“.

აღსანიშნავია, რომ მანამდე, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებს აპროტესტებენ, არაერთი სხვა მსვლელობაც შეუერთდა.

შეგახსენებთ, დღეს, 14 დეკემბერს პარლამენტში საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევნები იმართება. პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილია დასახელებული. ყაველაშვილის კანდიდატურა 27 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა.​ მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქმედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც 2018 წლის 28 ნოემბერს აირჩიეს, უფლებამოსილების ვადა დეკემბერში ეწურება.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics