23:09 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-13 22:35:29, 496 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტთან მიმდინარე აქციას მოქალაქეები მსვლელობით შეუერთდნენ

პარლამენტთან მიმდინარე აქციას მოქალაქეები მსვლელობით შეუერთდნენ.

რუსთაველის გამზირზე მყოფი აქციის მონაწილეები მათ ოვაციებისა და სასტვენის ხმების ფონზე შეხვდნენ.

მოგვიანებით მათ ერთმანეთი შეძახილებით „საქართველო”, „საქართველოს გაუმარჯოს” გაამხნევეს.

მოქალაქეებმა ადგილზე ეროვნული დროშა მიიტანეს და დემონსტრაციულად საკანონმდებლო ორგანოს წინ გაშალეს. ადგილზე ამ დროისთვის ვითარება მშვიდია.

შეგახსენებთ, თბილისი და საქართველოს სხვა დიდი ქალაქები, მათ შორის, ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი, საპროტესტო ტალღამ მას შემდეგ მოიცვა, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა მმართველი პარტიის გადაწყვეტილება, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება.

28 ნოემბრიდან დღემდე, მთავრობის გადაწყვეტილება არაერთმა პროფესიულმა ჯგუფმა, მათ შორის განათლების, ხელოვნების, IT და ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლებმა გააპროტესტეს.

აქციების დაწყებიდან დღემდე, პოლიციამ ასობით ადამიანი დააკავა, მათ შორის როგორც სისხლის სამართლის, ისე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რუსთაველის გამზირზე, აქციების მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის, ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების, ასევე, აფეთქების მომზადების, პოლიციაზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე, 239-ე პრიმა, 187-ე, 353-ე პრიმა და 18-229-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

შსს-ს თანამშრომლების მიერ გამოძიების ფარგლებში ამ დროისთვის დაკავებულია 30-ზე მეტი პირი.

დაშავებულია ათობით ადამიანი, რომლებიც დაკავების შემდგომ სპეცრაზმელებისგან ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე უთითებენ. დაშავებულთა შორის არიან მედიის წარმომადგენლები. ერთ-ერთი ბოლო თავდასხმა მედიაზე 7 დეკემბერს მოხდა, როდესაც „TV პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულს თბილისში, ბესიკის ქუჩის მიმდებარედ ფიზიკურად გაუსწორდნენ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics