10:52 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-01 18:51:41, 523 ნახვა

საზოგადოება
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროში ქართული ქვევრის განთავსების ცერემონიას დაესწრო

„მე ვუსურვებ საქართველოს, რომ მიაღწიოს მიზანს, არა მარტო ტრადიციების, არამედ ძალიან მოტივირებული, თანმიმდევრული მუშაობისა და შეუქცევადი რეფორმების გამო" - ამის შესახებ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა განაცხადა ქ. ჟენევაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ოფისში ქართული ქვევრის განთავსების საზეიმო ცერემონიის დასრულების შემდგომ.

"ხალხთა შორის ურთიერთობების განმტკიცება ყოველთვის კარგი და სიმბოლურია. ღვინოს სჭირდება დრო იმისთვის, რომ  მივიდეს დაღვინებამდე, ასევე სჭირდება სხვა პროცესებსაც. დრო არის საჭირო იმისთვის რომ უფრო ახლოს მივიდეთ ჩვენს მიზნებამდე, როცა რაღაცის მიღწევა გვინდა. მე ვუსურვებ საქართველოს, რომ მიაღწიოს მიზანს, არა მარტო ტრადიციების, არამედ ძალიან მოტივირებული, თანმიმდევრული მუშაობისა და შეუქცევადი რეფორმების გამო, რომელსაც ის ახორციელებს" 

ლიტვის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მეგობრების დახმარების იმედი უნდა ჰქონდეს. 
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics