15:05 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-13 15:58:50, 445 ნახვა

მსოფლიო
რუტე - პუტინის აგრესია ახალი არ არის - საქართველო 2008 წელს, ყირიმი 2014 წელს - საფრთხე მთელი სისწრაფით ჩვენკენ მოიწევს

ვლადიმერ პუტინის აგრესიის ნიმუში ახალი არ არის, მაგრამ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, არ ვიმოქმედეთ - საქართველო 2008 წელს, ყირიმი 2014 წელს და ბევრს არ სურდა დაეჯერებინა, რომ ის 2022 წლის თებერვალში უკრაინის წინააღმდეგ ყოვლისმომცველ ომს წამოიწყებდა, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა.

რუტეს თქმით, ნატო არ არის მზად იმისთვის, რაც შეიძლება, 4-5 წელიწადში მოხდეს. 

„კიდევ რამდენი მაღვიძარის ზარი გვჭირდება? ღრმად უნდა ვიყოთ შეშფოთებული. ვიცი, რომ მე ვარ. რუსეთი უკრაინასთან და ჩვენთან გრძელვადიანი დაპირისპირებისთვის ემზადება. ეს თავდასხმები არ არის მხოლოდ იზოლირებული ინციდენტები. ისინი კოორდინირებული კამპანიის შედეგია ჩვენი საზოგადოებების დესტაბილიზაციისა და უკრაინის მხარდაჭერის თავიდან ასაცილებლად.

ჩვენი შეკავება ჯერჯერობით კარგია, მაგრამ ხვალინდელი დღე მაწუხებს. ჩვენ მზად არ ვართ იმისთვის, რაც 4-5 წელიწადში გველოდება. საფრთხე მთელი სისწრაფით მოიწევს ჩვენკენ. ის, რაც უკრაინაში ხდება, შეიძლება აქაც მოხდეს და ამ ომის შედეგის მიუხედავად, ჩვენ არ ვიქნებით უსაფრთხო მომავალში, თუ მზად არ ვიქნებით, გაუმკლავდეთ საფრთხეს“,- განაცხადა რუტემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა მელია - ცილისმწამებლებთან აღარაფერი გაკავშირებს
ბოჭორიშვილი ჰერჩინსკიზე: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics