|
2024-12-13 13:01:47, 358 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ჩემთან სანქციებზე შეტყობინება არ მოსულა - ამ ეტაპზე არც აშშ-ში მოგზაურობის სურვილი მაქვს
აშშ-ის მხრიდან ამ ბატონყმურ დამოკიდებულებას კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით. ქართველი ხალხი არ იმსახურებს ამ ყველაფერს,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს 20 მოქალაქისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების თემაზე კომენტირებისას განუცხადა. კალაძის თქმით, აშშ-ის არსებული ადმინისტრაცია ცდილობს, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გააუარესოს და ჩიხში შეიყვანოს.
მისივე თქმით, ქართველი ხალხი არ იმსახურებს აშშ-ის მხრიდან მსგავს განცხადებებს და დამოკიდებულებას.
რაც შეეხება ჟურნალისტების კითხვას პირადად არის თუ არა აშშ-ის მხრიდან სანქცირებულთა სიაში, კალაძე ამბობს, რომ „ჩემთან არანაირი შეტყობინება არ მოსულა სანქციასთან დაკავშირებით. მე პირადად ამ ეტაპზე არანაირი სურვილი არ მაქვს ამერიკაში მოგზაურობის და სადმე წასვლის“. შეგახსენებთ, დღეს, 13 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს 20-მდე მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებსა და პარლამენტის წევრებს, სავიზო შეზღუდვები დაუწესა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)