|
2024-12-13 10:20:09, 359 ნახვა
პოლიტიკა
წილოსანი - რადიკალები წინასაარჩევნოდ რესურსს ზოგავდნენ, რომ აქციებზე ვითომ გულანთებული პროფესიული ჯგუფების გამოსვლები დაეორგანიზებინათ
„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ნინო წილოსანი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება. როგორც წილოსანი სოციალურ ქსელში წერს, „რადიკალები წინასაარჩევნოდ ელექტორალურ რესურსს ზოგავდნენ, რომ აქციებზე სხვადასხვა პროფესიული ჯგუფის საპროტესტო გამოსვლები დაეორგანიზებინათ“.
შეგახსენებთ, თბილისი და საქართველოს სხვა დიდი ქალაქები, მათ შორის, ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი, საპროტესტო ტალღამ მას შემდეგ მოიცვა, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა მმართველი პარტიის გადაწყვეტილება, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება. 28 ნოემბრიდან დღემდე, მთავრობის გადაწყვეტილება არაერთმა პროფესიულმა ჯგუფმა, მათ შორის განათლების, ხელოვნების, IT და ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლებმა გააპროტესტეს. აქციების დაწყებიდან დღემდე, პოლიციამ ასობით ადამიანი დააკავა, მათ შორის როგორც სისხლის სამართლის, ისე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რუსთაველის გამზირზე, აქციების მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის, ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების, ასევე, აფეთქების მომზადების, პოლიციაზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე, 239-ე პრიმა, 187-ე, 353-ე პრიმა და 18-229-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. შსს-ს თანამშრომლების მიერ გამოძიების ფარგლებში ამ დროისთვის დაკავებულია 30-ზე მეტი პირი. დაშავებულია ათობით ადამიანი, რომლებიც დაკავების შემდგომ სპეცრაზმელებისგან ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე უთითებენ. დაშავებულთა შორის არიან მედიის წარმომადგენლები. ერთ-ერთი ბოლო თავდასხმა მედიაზე 7 დეკემბერს მოხდა, როდესაც „TV პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულს თბილისში, ბესიკის ქუჩის მიმდებარედ ფიზიკურად გაუსწორდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)