|
2024-12-12 16:57:08, 387 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ივანიშვილისა და მაკრონის გუშინდელმა საუბარმა ოპოზიცია მთლიანად ჩამოშალა
ბიძინა ივანიშვილისა და ემანუელ მაკრონის გუშინდელმა საუბარმა მთლიანად ჩამოშალა ოპოზიცია, ტრამპის და მაკრონის შეხვედრის ფონზე ასეთ ზარს არ ელოდნენ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, სულ მცირე, სამ პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით შეიცვლება აშშ-ის დამოკიდებულება, ერთი საკითხი ეხება უკრაინაში ომის დასრულებას, კიდევ ორი პრინციპული საკითხია „გამჭვირვალობის კანონი“ და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონი. მდინარაძის თქმით, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და მისი ახალი ადმინისტრაციის პოზიციები „ქართული ოცნების“ პოზიციებს ემთხვევა.
შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი გუშინ, 11 დეკემბერს გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)