09:19 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-01 17:58:41, 731 ნახვა

საზოგადოება
"თბილისის სატრანსპორტო კომპანია" მეტროპოლიტენის მემანქანეთა მიმართვის განხილვას გეგმავს

შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ მეტროპოლიტენის ელ. მატარებელთა მემანქანეებისა და მეტროპოლიტენში დასაქმებულთა ნაწილის მიერ დღეს გამართულ აქციას და სატრანსპორტო კომპანიის წინაშე გაჟღერებულ მოთხოვნებს ეხმაურება. 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი კომპანია განიხილავს მემანქანეების მოთხოვნას და პასუხს გონივრულ ვადებში აცნობებს. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მეტროპოლიტენის მუშაობა არ გაჩერდება.
''შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ 2016 წლის 1 მარტს გარკვეული მოთხოვნებით მიმართა მეტროპოლიტენის ელ. მატარებელთა მემანქანეებმა და მეტროპოლიტენში დასაქმებულთა, დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „ერთობა 2013“-ის წევრებმა. შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ თანამშრომელთა მოთხოვნები, ძირითადად, შრომის ანაზღაურების მატებას შეეხებოდა, რაც მათ მიერ დღეს გამართულ აქციაზეც იქნა გაჟღერებული.
შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ კომპანიისთვის მნიშვნელოვანია თითოეული თანამშრომელი და აფასებს წლების განმავლობაში მათ მიერ გაწეულ შრომას, როგორც  „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“, ასევე, დედაქალაქის და მისი მცხოვრებლების წინაშე, გამომდინარე იქიდან, რომ მეტროს გამართულ მუშაობას ქალაქისათვის სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია. 
შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ განიხილავს მეტროპოლიტენის ელ. მატარებელთა მემანქანეებისა და მეტროპოლიტენში დასაქმებულთა, დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „ერთობა 2013“-ის მიმართვას მერიის შესაბამის სტრუქტურებთან კოორდინაციაში და მიმართვის ავტორებს გონივრულ ვადაში აცნობებს კომპანიის პოზიციას თანამშრომელთა მოთხოვნებთან დაკავშირებით. 
ამასთან, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ ითვალისწინებს რა დასაქმებულთა პროფესიონალიზმს, მრავალწლიან თანამშრომლობასა და საკუთარი საქმის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობას, იმედს გამოთქვამს, რომ შრომითი ურთიერთობა გაგრძელდება ჩვეულ რეჟიმში და არ შეფერხდება თბილისის მეტროს მუშაობა.'' - ნათქვამია განცხადებაში.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics