2024-12-11 17:19:12, 532 ნახვა
სამართალი
სასამართლომ პროფესორ მამუკა ჯორბენაძესა და 4 სტუდენტს პატიმრობა შეუფარდა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანს, პროფესორ მამუკა ჯორბენაძესა და 4 სტუდენტს აღკვეთის ღონისძიების სახით 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა..
გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან ყოლბაიამ ცოტა ხნის წინ მიიღო.
აღსანიშნავია, რომ სამართალდამცველებმა ბრალდებულები 9 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურამ მათ ბრალდება დღეს, 11 დეკემბერს წარუდგინა. ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, „3 დეკემბერს, ბათუმში, ერთ-ერთი უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, ამავე უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა 2 პირს ჯგუფურად სცემეს“.
ხუთივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ" და „გ" ქვეპუნქტებით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად, 2 ან მეტი პირის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,