13:25 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-10 12:12:30, 448 ნახვა

პოლიტიკა
აქუბარდია - ვაგრძელებთ მუშაობას, რომ სანქციების საგანი იყოს ის უფლებების დარღვევები, რომელსაც ოლიგარქიული რეჟიმი ახორციელებს

თქვენ ხედავთ, იმ მძიმე პროცესებმა, რომელიც ოლიგარქმა ივანიშვილმა თავისი ავტორიტარული მმართველობით შექმნა, მათ შორის დასავლეთთან იზოლაციის კუთხით, რამდენად გაზარდა ქვეყნისა და ქვეყნის გაცხადებული ინტერესებისთვის საფრთხეები, - ამის შესახებ „გახარია - საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ ოპოზიციური პარტიების ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

აქუბარდიას განცხადებით, ოპოზიციური პარტიები ერთობლივად აგრძელებენ მუშობას იმისათვის, რომ დაუწესდეს სანქციები იმ პირებს, რომლებიც ქვეყანაში „ოლიგარქიული რეჟიმის“ პირობებში ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს არღვევენ.

„გუშინ ვიხილეთ ჩვენი დასავლელი მეგობრების განცხადებები, მათ შორის დიდი ბრიტანეთის, რომელმაც საქართველოსთან ყველა პროგრამა გააჩერა, მათ შორის თავდაცვის სფეროში. თქვენ ნახეთ ევროკავშირის ელჩის პოზიცია, მათ შორის მისი მწვავე შეფასებები და სანქციების მოთხოვნა, რომელიც პირდაპირ ავტორიტარული რეჟიმზე იქნება დამიზნებული. ასევე ვხედავთ იმ მნიშვნელოვან მხარდაჭერას, რომელიც ქართველ ხალხს ქვეყნის დემოკრატიის და ქვეყნის ევროპული მომავლის გზაზე აქვს. პარტნიორებისგან ძალადობის დაგმობა და უკანონო დაკავებული პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნა, რომელიც აშშ-ს საელჩომ გააჟღერა, ეს მნიშვნელოვანი გზავნილია ავტორიტარული-ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ. ვაგრძელებთ მუშაობს, რომ სანქციების საგანი იყოს, ის მძიმე ფუნდამენტური უფლებების კუთხით დარღვევები, რომელსაც ოლიგარქიული რეჟიმი ახორციელებს“,- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
TI: დამოუკიდებელი მედია ივანიშვილის რეჟიმის სამიზნეა
ივანიშვილის ფასების კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა, სიძვირის მიზეზებზე მილიონერმა დეპუტატმა ისაუბრა
ტრამპის ვაჟები ყაზახეთში ვოლფრამის მოპოვებაში ინვესტირებას ახორციელებენ
რუსეთი სომხეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამუშავებს მისი „ანტირუსული ქმედებების“ გამო - Hraparak
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics