14:51 - 01 May, 2026
|
2024-12-09 09:12:56, 878 ნახვა
პოლიტიკა
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დასრულდა
თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დასრულდა. საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე ამ წუთებში სასწრაფო დახმარების ჯგუფები აღარ იმყოფებიან. მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი დატოვეს, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა ტერიტორიის დასუფთავება დაიწყეს. შეგახსენებთ, საპროტესტო აქციებმა დედაქალაქი და ქვეყნის სხვა ქალაქები მას შემდეგ მოიცვა, რაც „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა. გადაწყვეტილების თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. საპროტესტო აქციები დედაქალაქსა და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში 10 დღეზე მეტია უწყვეტად მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)