14:49 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-08 13:38:36, 392 ნახვა

პოლიტიკა
ლანდსბერგისი - მნიშვნელოვანია ბალტიის ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებს სხვებიც შეურთდნენ - სანქციებში სხვა სახელებსაც იხილავთ

მნიშვნელოვანია ბალტიის ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებს სხვებიც შეურთდნენ,- ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.

როგორც ლანდსბერგისმა „გლობალნიუსთან“ აღნიშნა, მალე სანქციებში სხვა სახელებსაც იხილავენ.

„თავისუფლება სიჩუმეში კვდება. ამიტომაც მაქვს ძალიან დიდი სურვილი, ვილაპარაკო და მხარი დავუჭირო იმ ადამიანებს, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან. თუ ჩვენ სათანადო რეაქცია არ გვექნება და არ ვახსენებთ მათ, ვინც ქუჩებში სისასტიკეს სჩადის, თავისუფლება მოკვდება. მიხარია, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები გაერთიანდნენ და ამ მხრივ, პირველი ნაბიჯის გადადგმა მოვახერხეთ. იმედი მაქვს, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია და სხვა ქვეყნებიც შეუერთდებიან. 

ჩვენს მიერ სანქცირებულთა სიაც მალე გაიზრდება, რადგან დანაშაულებზე ახალი 
მტკიცებულებები გროვდება და საკუთარ შეფასებებს უკვე ვაკეთებთ. სანქციებში სხვა სახელებსაც იხილავთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენზე გაცილებით დიდი რესურსის მქონე ქვეყნებს კიდევ უფრო მეტის გაკეთება შეუძლიათ“,- განაცხადა ლანდსბერგისი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს, როგორც სახელმწიფო მინისტრს, უფლებამოსილებები და მისი ფარგლები განუსაზღვრა
ფასების კომისიის დასკვნა: ჩვენი რეკომენდაციაა უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული
მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი შალვა კბილაშვილი გახდა
თბილისში ჯაზის მსოფლიო დღე აღინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics