13:11 - 09 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-07 20:38:53, 519 ნახვა

სამართალი
მსახიობს, ანდრო ჭიჭინაძეს, იუმორისტ ონისე ცხადაძესა და კიდევ 4 პირს ორთვიანი პაყიმრობა შეეფარდათ

დაკავებულ მსახიობს, ანდრო ჭიჭინაძეს,  იუმორისტ ონისე ცხადაძესა და კიდევ 4 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ მჭედლიშვილმა მიიღო.

"სიმართლე როცა შენს მხარეს არის, მაშინ გეძლევა ძალაც და ენერგიაც და ეს ძალა და ენერგია დღეს აქ არის” - სასამართლოში  მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ განაცხადა. 

 

დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების - ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას და გურამ მირცხულავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.

პროკურატურა დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.

დაკავებულებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. დამტკიცების შემთხვევეაში, მათ 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

სასამართლოს როგორც სხდომათა დარბაზში, ასევე შენობაში იმყოფებიან თეატრის, კინოს მსახიობები, იუმორისტები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 1200-ზე მეტი მასწავლებელი წარადგინეს - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ზელენსკი: ევროკავშირის 3 ქვეყანა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის გაძლიერებას შეუწყობს ხელს
კობახიძე: ჩინეთთან ყოველისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპზე გადავდივართ
კობახიძე - გლობალური ომის პარტიას ჰქონდა პირდაპირი ინტერესი საქართველო ჩართულიყო ომში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics