16:24 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-07 15:46:25, 380 ნახვა

პოლიტიკა
GIG ჰოლდინგი- მსხვილი ბიზნესი მომიტინგეებზე ძალადობას გმობს

მსხვილი ბიზნესი მომიტინგეებზე ძალადობას გმობს,- ამის შესახებ ქართული მულტიინდუსტრიული ჰოლდინგი „ჯიაჯი“ (GIG) განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ნებისმიერი შეფერხება მიუღებელია და საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებასა და პოტენციალს.

„ჯიაიჯი“ ჰოლდინგი საქართველოს დამოუკიდებლობის თანატოლია, ერთად გავიარეთ ურთულესი წლები. 

ჩვენ და ჩვენი გუნდი მუდამ ერთგული ვრჩებით ქვეყნის კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერის, რომელიც მკაფიო განსაზღვრავს საქართველოს განვითარების მთავარ ვექტორს, მის სწრაფვას ევროატლანტიკური სივრცისკენ.

დაუშვებლად მივიჩნევთ ნებისმიერ შეფერხებას ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე, ეს საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასა და პოტენციალის რეალიზებას. 

ვგმობთ ნებისმიერი ფორმის ძალადობას ჩვენს თანამოქალაქეებზე, მშვიდობიან მომიტინგეებზე. 
ჩვენ ვდგავართ და მუდამ ვიდგებით ქართველი ხალხის გვერდით", - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
Faridaily: რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე საქართველოს გავლით აშშ-ში გაიქცა
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს, როგორც სახელმწიფო მინისტრს, უფლებამოსილებები და მისი ფარგლები განუსაზღვრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics