2024-12-07 14:57:30, 505 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტი დაღუპულ ქალზე - ვიზიარებ ოჯახის და სრულიად საქართველოს მწუხარებას
გახსოვდეთ ყველას, ვინც დღეს საკუთარ ხალხის ტკივილს და წუხილს არ იზიარებს და კიდევაც დასცინის, რომ დრონი მეფობენ - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მიერ გავრცელებულ ტრაგიკულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ავტოავარიაში დაიღუპა ქალი, რომელიც აქციაზე შვილის დასახმარებლად მიდიოდა.
პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და ოჯახს და სრულიად საქართელოს სამძიმარს უცხადებს.
„ოჯახის მწუხარებას და სრულიად საქართველოს მწუხარებას ვიზიარებ.
ძალაუფლების აღება ნიშნავს პასუხისმგებლობის აღებასაც და ქვეყნის ტრაგედიამდე არ მიყვანას!
გახსოვდეთ ყველას, ვინც დღეს საკუთარ ხალხის ტკივილს და წუხილს არ იზიარებს და კიდევაც დასცინის, რომ დრონი მეფობენ“,- წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“.
ავტორი: ექსპრესნიუსი,