22:52 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-07 00:57:03, 441 ნახვა

საზოგადოება
ალექსანდრე თირქიას ბიძა - ალექსანდრეს მდგომარეობა ამ წუთისთვის ისევ უცვლელია, აქვს უმძიმესი დაზიანება შუბლის, ტვინის შეშუპებით

ალექსანდრეს მდგომარეობა ამ წუთისთვის ისევ უცვლელია, აქვს უმძიმესი დაზიანება შუბლის, ტვინის შეშუპებით,- ამის შესახებ აქციაზე დაშავებული 21 წლის ახალგაზრდის, ალექსანდრე თირქიას ბიძამ,  იოსებ ჩანადირმა „TV პირველს“ განუცხადა.

ჩანადირის თქმით, იწყება საძილე პრეპარატების შემცირება და დაშავებული ახალგაზრდის გამოღვიძება.

„ალექსანდრეს მდგომარეობა ამ წუთისთვის ისევ უცვლელია, აქვს უმძიმესი დაზიანება შუბლის, ტვინის შეშუპებით. მხედველობის საკითხი ჯერ არ ვიცით, სანამ კომიდან არ გამოვა, ოფთალმოლოგები ვერაფერს ვერ  გვეუბნებიან, თუმცა თვალის  კონსტიტენცია შენარჩუნებულია, დაზიანებული არ არის, თუმცაღა თვალის უკან აქვს პატარა  სისხლჩაქცევები.

პირველადი დაკვირვებით რაც შეიძლება ითქვას, დაზიანება გამოწვეულია მხუთავი აირის კაფსულით. დღეს ექიმს ვესაუბრეთ, უკვე დაიწყეს საძილე პრეპარატების შემცირება და ნელ-ნელა დაიწყებენ გამოღვიძებას. მინდა, აღვნიშნო და და მადლობა მოვუხადო იმ ადამიანების ოჯახებს, ვისაც წვლილი მიუძღვის ალექსის გადარჩენაში. ყოველი წუთი გადამწყვეტი იყო. დროზე რომ არ მიეყვანათ, გადარჩენა ვერ მოხდებოდა.

მდგომარეობა უცვლელია - სტაბილურად მძიმე და უცვლელი. პირველი კრიტიკული ეტაპი უკვე გადალახულია. უკვე იწყება პოსტტრავმული მდგომარეობიდან გამოსვლა, უნდა გამოაღვიძონ, რომ დაიწყოს შემდეგი ეტაპი“,- აცხადებს თირქიას ბიძა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics